თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური ნაკრების წევრებს, გულშემატკივრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დახვდა და ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე თბილისის მერის კახა კალაძისა და ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“ლაშას ვულოცავ, მაგრამ ამ თახსირ, ქურდ, ვაგონის “პრავადნიკ” ავტოგოლას, რა უნდა ამ ანგელოზ ბიჭთან? – იმედია მასაც არ ჩაითრევენ თავიაანთ ბინძურ საქმიანობაში,” – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში ძიუდოს ნაკრები დაბრუნდა, მათ შორის: ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი, ასევე კრივის ნაკრები დატყვიის მსროლელი, ოლიმპიური თამაშების ცხრაგზის მონაწილე, 1988 წლის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელმაც სპორტული კარიერა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობით დაასრულა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ჯერ ყველაფერი წინ არის და გამარჯვებები კიდევ იქნება.
„ძალიან დიდი სიხარულია, ჩვენი ოლიმპიელები საქართველოში დაბრუნდნენ და მინდა, ყველას მივულოცო, ვისაც გაუხარდა მათი წარმატება და გამარჯვება. ემოციებით სავსე ვარ, უამრავი ადამიანია მოსული აეროპორტში და ხვდებიან ჩვენს ოლიმპიელებს. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც აქ არის ან სახლიდან გულშემატკივრობს ჩვენს ოლიმპიელებს, ვისაც გაუხარდა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება და ჯილდოები. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება გამარჯვებები“, – განაცხადა თბილისის მერმა.