საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა მეუღლემ, ნიცა თავაძემ შვილი, დამიანე კვარაცხელია გასულ კვირას სამთავროს დედათა მონასტერში მონათლეს.
წყვილმა შვილის გაქრისტიანება მეგობრულ გარემოში აღნიშნა. დამიანე 21 აგვისტოს დაიბადა და ის წყვილისთვის პირველი შვილია.
ამჯერად ნათლობის ფოტოებს სამთავროს დედათა მონასტერი აქვეყნებს სოციალურ ქსელში. კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.
“ღმერთმა ღირსეული ქრისტიანი გაზარდოს”
“კეთილი იყოს დამიანეს მობრძანება ქრისტიანულ სამყაროში” – წერენ კომენტარებში.