Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყოველ ჯერზე ვეუბნები – დედა, არ წახვიდე, მე აქ მჭირდები…”- რას ჰყვება ანდრია ფუტკარაძე?

November 18, 2024
“ყოველ ჯერზე ვეუბნები – დედა, არ წახვიდე, მე აქ მჭირდები…”- რას ჰყვება ანდრია ფუტკარაძე?

“საბავშვო ევროვიზია 2024”-ის გამარჯვებული ქართველი ანდრია ფუტკარაძე გახდა. ეს ამ სცენაზე საქართველოს მეოთხე გამარჯვებაა.

საქართველომ უმაღლესი, 12 ქულა დაიმსახურა იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისა და მალტასგან.

ანდრია ფუტკარაძე 2024 წლის “საბავშვო ევროვიზიის” გამარჯვებულია

ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა

სიმღერა სახელწოდებით To My Mom (დედას) დედასთან განშორებას, ემიგრაციასა და მის სირთულეებს ეძღვნება. ანდრიას დედა, შორენა აბაშიძეც ემიგრანტია – ის ბრუკლინში, ნიუ-იორკში ცხოვრობს: “ყოველ ჯერზე ვეუბნები, დედა, არ წახვიდე, აქ მჭირდები-მეთქი, მაგრამ ვიცი, რომ ასეა საჭირო და ჩემთვის აკეთებს ყველაფერს”, -ამბობდა ანდრია. მან ისიც აღნიშნა, რომ როცა ძალიან სჭირდება, დედა ყოველთვის მის გვერდითაა და ევროვიზიისთვის მზადების ამ მნიშვნელოვან ეტაპსაც სწორედ დედასთან ერთად გადიოდა.

ანდრია აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დედა და ბებია არიან. “მინდა, საქართველო ღირსეულად წარვადგინო და ჩემს გამოსვლას, რა თქმა უნდა, დედას და ბებიას ვუძღვნი”, – ამბობდა პატარა მომღერალი.

“ყველა მომდევნო განშორება უფრო რთულია, ყოფილა მომენტი, როცა აეროპორტში ცრემლებით დამიტოვებია და ისე წავსულვარ… ანდრია ყოველთვის თავს იკავებს და არ მაგრძნობინებს, რომ უჭირს”, – ამბობდა ანდრიას დედა, შორენა აბაშიძე, რომელიც უკვე 4 წელია, რაც ემიგრანტია.

ანდრია ფუტკარაძე “რანინაში”
“საბავაშვო ევროვიზიამდე” ანდრია ფუტკარაძე მაყურებელმა პროექტიდან “რანინა” გაიცნო. ის სწორედ “რანინას” მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გახდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
  • ტემპერატურა 25°-მდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge