19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება.
მატჩი ფინალის ტოლფასია, რადგან ამ შეხვედრის შედეგი გადაწყვეტს იმას, თუ ვინ დაწინაურდება უმაღლეს A დივიზიონში.
თამაშმდე რამდენიმე დღით ადრე ჩეხი ფანები სოციალურ ქსელში ასეთ კომენტარებს წერენ:
“ზედიზედ 3 მატჩია საქართველოს არ მოუგია, ვერც მეოთხეს მოიგებენ”
“ასეთი პატარა ქვეყანას A დივიზიონში რა უნდა?”
“თბილისში განცდილი მარცხის გამო საქართველოზე შურს ვიძიებთ”
“ქართველებს ცუდი სერია აქვთ, იმედია ჩვენი ბიჭები შეძელებენ და A დივიზიონში დავწინაურდებით”
“საქართველო კარგი გუნდია, მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ ეს D დივიზიონის გუნდია და A-ში არაფერი ესაქმება”.