გზების დეპარტამენტი სახიფათო მონაკვეთის შესახებ მძღოლებს აფრთხილებს:
” შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენა კვლავ გრძელდება. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”