4 ყველაზე შეუთავსებელ წყვილი.
ტყუპები და მშვილდოსანი
ტყუპები მშვილდოსნის ოპოზიციაა. მშვილდოსანი ბუნებით დემაგოგია. თუმცა, ტყუპსაც არანაკლებ უყვარს მახვილსიტყვაობა და ლაქლაქი. შესაბამისად, ცოლ-ქმარს შორის რომელიმეს მაინც ხომ უნდა გააჩნდეს მოსმენის კულტურა? ნელებად, ყველაზე ხშირად ცნობისმოყვარე მეზობლები გვევლინებიან.
სამაგიეროდ, ტყუპზე კარგად არავის შეუძლია მშვილდოსანი ახალ-ახალი გმირობების ჩადენისკენ და ქმედებისკენ წააქეზოს. ჰაერი ხომ ცეცხლს უფრო აღვივებს. ხოლო თავად მშვილდოსანი კარგად ახერხებს ჰაეროვანი ტყუპები, თავისი მართალია არცთუ ტაქტიანი კრიტიკით, ზოგჯერ დაუკვირვებელი და იმპულსური ქმედებებისგან იხსნას. ცეცხლი ხომ ჟანგბადს შთანთქავს.
მერწყული და ლომი
ეს წყვილი მედლის ორი მხარეა. შესაბამისად, მათი ერთი შეხედვით, რადიკალურად განსხვავებული ხასიათი არაფერია სხვა თუ არა ერთი მთლიანობის ორი სხვადასხვა ნაწილაკი, რომელსაც დიდი შანსი აქვს გამთლიანდეს და ჰარმონია შექმნას. მერწყულს რომ ჰკითხო, ლომის გადამეტებული ტრაბახი, უფროსობისკენ მიდრეკილება და სხვისი ხელით საქმეების კეთების ჩვევა აღიზიანებს. ამ დროს, თავადაც არანაკლებ მიდრეკილია სხვების მართვის და ლიდერობის მოთხოვნილებისკენ. თუმცა, ამას ლომისგან განსხვავებით, გარშემო მყოფების მიმართ ჰუმანურ-მეგობრული დამოკიდებულებით და ოსტატური მანიპულაციის უნარით ნიღბავს. ჰოდა, თუ თვალს თამამად გაუსწორებთ საკუთარ ნაკლოვანებებს, ძვირფასო ლომებო და მერწყულებო, შესაძლებლობა მოგეცემათ ხანგრძლივად იცხოვროთ ჰარმონიაში.
ვერძი და თხის რქა
ამბობენ, რომ ორი რქიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, კატასტროფის ტოლფასია. თუმცა, არც მთლად მასეა საქმე, ბატონებო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვერძი ისე თხის რქა უაპელაციო სიჯიუტისკენაა მიდრეკილი, ამ ორს შორისაც შეიძლება ჩამოყალიბდეს საკმაოდ სტაბილური და რაც მთავარია, წარმატებული ოჯახური დუეტი. საამისოდ კი აუცილებელია, რომ პარტნიორული ურთიერთობის გარდა, საერთო ბიზნესინტერესებიც გააჩნდეს. ქმარი თხის რქა, შესანიშნავი პრომოუტერი, სპონსორი ან თანაშემწე იქნება ცოლი ვერძისთვის, რომელსაც იდეები და კრეატივი როგორც წესი, თავზე საყრელად გააჩნია. თუმცა, მათი რეალიზებისთვის გზებს ვერ პოულობს, ან ნებისყოფა არ ყოფნის დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად. ჰოდა, თხის რქა ქმარზე უკეთეს იმპრესარიოს სად იშოვნის კაცი?
ქალწული და მშვილდოსანი
ერთი შეხედვით ალბათ ძალიან გასაკვირია, რა ესაქმება ამ ორს ერთად? მანიაკალურობამდე წესრიგის მოყვარული, მეთოდური და ხანდახან უზომოდ ხელმომჭირნე ქალწული, ხშირად მოთმინებიდან გამოჰყავს მშვილდოსნის უმისამართო ხელგაშლილობას, პასუხისმგებლობის გრძნობის არქონასა და თავქარიან ხასიათს. ჰოდა, გეკითხებით რა უნდა ამ ორს ერთად? თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, მათ შესანიშნავად შეუძლიათ მცირეოდენი კომპრომისების ხარჯზე, ერთმანეთის ხასიათები დააბალანსონ. მშვილდოსანი ქალწულს ოპტიმიზმს, ცხოვრებით ტკბობას და მოგზაურობის სიყვარულს ასწავლის, ქალწული კი მის უთავბოლო ხასიათს და ჩვევებს “დაალაგებს” და დაარეგულირებს. ჰოდა, რატომაც არა?