Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა კომენტარი გააკეთა ვილი სანიოლმა უკრაინასთან მატჩის შემდეგ?

November 17, 2024
“ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ …” – ვილი სანიოლი ალბანეთთან მარცხზე საუბრობს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „ბათუმი არენაზე“ უკრაინის ნაკრებთან ერთა ლიგაზე ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ გოლი გავუშვით და ამას არცთუ კარგი 20 წუთი მოჰყვა. გუნდმა მაღალი სტანდარტის ფეხბურთი ბოლოს აჩვენა. საქართველოში ჩემი ყოფნის პერიოდში ეს მეორე ტაიმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გოლის შემდეგ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად გაუჭირდათ, მაგრამ ბევრს ვშრომობთ, რომ მაღალ სტანდარტებს მივუახლოვდეთ. შესვენებაზე ვისაუბრეთ და მდგომარეობა გამოსწორდა. შეცვლაზე შესულმა ხუთივე ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა.

მიმაჩნია, რომ მეტს ვიმსახურებდით, თუმცა ეს მეტი პატარა შეცდომების გამო ვერ მივიღეთ. შეცვლაზე შესულების კარგად თამაში უკვე ნიშნავს, რომ გუნდში ჯანსაღი ატმოსფერია, მაგრამ შედეგით ცოტა იმედგაცრუებულები ვართ.

ჩაკვეტაძე რატომ შევცვალე? გვჭირდებოდა ფეხბურთელი, ვინც უფრო მეტად გაწელავდა მეტოქის დაცვას. ზურიკომ ეს შესანიშნავად მოახერხა. კვირკველიამ ბევრი გააკეთა ნაკრებისთვის და ის იმსახურებდა შანსს, თუმცა საბა გოგლიჩიძე ჯანმრთელად რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ეს პოზიცია მას დაეკავებინა.

მინდორზე ყოველთვის ერთი და იგივე 11 ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. ერთა ლიგა იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მოსამზადებელი ეტაპია. მიზანი? 5 წლის წინ საქართველო D დივიზიონში იყო, ახლა კი, შესაძლოა, A დივიზიონში აღზევდეს. ჩვენ ჩეხეთში საბრძოლველად მივდივართ.

თუ A ლიგაში დავწინაურდებით, ეს არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ ფანტასტიკურები ვართ და თუ ვერ გადავალთ, უარესები არ გავხდებით. თუ გვინდა, რომ კიდევ ერთხელ მივიღოთ ევრო 2024-ის მსგავსი გამოცდილება, წინსვლა და განვითარება უნდა გავაგრძელოთ“ – აღნიშნა მან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
  • ტემპერატურა 25°-მდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge