„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები დაასახელა.
სიღნაღის მერობის კანდიდატად მალხაზ ბეგიაშვილი დასახელდა, აღნიშნულს პიარ-ტექნოლოგი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ახლა მაინც ამოისუნთქებს სიღნაღი!
Begiashvili Malkhazi
ინტელიგენტი,
მშრომელი და კეთილსინდისიერი ადამიანი
იმედია, რომ სიღნაღის რენესანსი დაიწყება და მრავალი სიკეთით სავსე პროექტი განხორციელდება!
#ახალიმერისიღნაღს!”, – წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების სრული სია ასეთია:
რუსთავის მერობის კანდიდატია ნინო ლაცაბიძე ; გარდაბანი – დავით კარგარეთელი; მარნეული – კენან ომაროვი; ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი; დმანისი – კობა მურადაშვილი; წალკა – ილია საბაძე; თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური; თელავი – ლევან ანდრიაშვილი; ახმეტა – ალექსი ფიცხელაური; ყვარელი – გივი ზაუტაშვილი; ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი; გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი; საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი; სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი; დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი; გორი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; კასპი – ვახტანგ მაისურაძე; ქარელი – ზაზა გულიაშვილი; ხაშური – თენგიზ ჩიტიაშვილი; ახალციხე – ირაკლი ლაზარაშვილი; ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე; ბორჯომი – ოთარ არბოლიშვილი; ადიგენი – გოჩა ქიმაძე; ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი; ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი; მცხეთა – დიმიტრი ზურაბიშვილი; დუშეთი – მანანა ნარიმანიძე; თიანეთი – ლევან წიკლაური; ყაზბეგი – შალვა ელოშვილი; ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი; ბაღდათი – კახა ენუქიძე; ჭიათურა – გივი მოდებაძე; წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე; საჩხერე – ლევან ივანაშვილი; სამტრედია – დავით ბახტაძე; თერჯოლა – ლაშა გოგიაშვილი; ტყიბული – დავით ჩერქეზიშვილი; ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი; ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი; ხონი – ლადო ჯურხაძე; ზესტაფონი – ვასილ გველესიანი; ამბროლაური – ლაშა ჭიჭინაძე; ონი – სერგო ხიდეშელი; ცაგერი – გიორგი ნემსაძე; ლენტეხი – გიორგი ონიანი; ზუგდიდი – მამუკა წოწერია; წალენჯიხა – გოგა გულორდავა; ჩხოროწყუ – დათო გოგუა; ხობი – დავით ბუკია; სენაკი – ვახტანგ გადელია; მარტვილი – თორნიკე ჯანაშია; ფოთი – ბექა ვაჭარაძე; აბაშა – გიგა გაბელაია; მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი; ოზურგეთი – ავთანდილ თალაკვაძე; ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი; ჩოხატაური – დავით შარაშიძე; ბათუმი – არჩილ ჩიქოვანი; ქობულეთი – ლევან ზოიძე; ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე; ქედა – როლანდ ბერიძე; შუახევი – ომარ ტაკიძე; ხულო – ვახტანგ ბერიძე.
როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პრიორიტეტულია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება.