ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თქვა, რომ რეფერენდუმის ჩატარებამდე საქართველოში ჩამოვა.
“ყველაზე სწორი იქნება ახლა ეს.
ამიტომ იმედია სექტემბერში დავწერ, Mikheil Saakashvili
welcome back,” – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას გუშინ ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამჯერად “ევროკავშირის რეფერენდუმი” საერთო, სახალხო რეფერენდუმად უნდა გარდაიქმნას, რომელიც ხელისუფლების შეცვლისკენ იქნება მიმართული.
მისივე თქმით, საქართველოს მეტი დასაკარგი დრო აღარ აქვს და ეს წელი გამარჯვების წელიწადია.
“ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდბეულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამეჯრად, ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების, მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს არ გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები”, – განაცხადა სააკაშვილმა.
https://mix.metronome.ge/19530-2/