Saturday, August 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იდეალური ვარიანტია, ეს დღე ფინანსური საკითხების მოგვარებას დაუთმოთ” – ასტროლოგების გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

November 14, 2024
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში შემოდგომაზე

16 ნოემბერს კუროს ნიშანში სავსე მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე თითოეულ ადამიანს საკუთარ ფინანსებზე კიდევ ერთხელ დააფიქრებს და კონკრეტული გადაწყვეტილებებისკენაც უბიძგებს.

კუროს ნიშანში სავსე მთვარე განსაკუთრებით ემოციური პერიოდი არ იქნება. თუკი სხვა დროს, როგორც წესი, სავსე მთვარის გავლენით ადამიანები გამორჩეულად ემოციურები არიან, წარსულის შეცდომებს მისტირიან და ნეგატიური განწყობა აქვთ, ახლა ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი. კუროს ნიშანში სავსე მთვარე გვაიძულებს, აქტუალურ, ახლა მიმდინარე პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება. თუმცა, ეს მხოლოდ ფიქრი არ იქნება. ეს დღე მოგცემთ შესაბამის იდეებსა და შანსს, რომ აღნიშნული პრობლემები საბოლოოდ გადაჭრათ ან შეამსუბუქოთ. ამიტომ, მიმდინარე მოვლენებს, თქვენს იდეებს, შეთავაზებებს კარგად დააკვირდით.

იდეალური ვარიანტია, ეს დღე ფინანსური საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. თუ შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ პერიოდში ვალები დაფარეთ, დაგეგმეთ საკუთარი ხარჯები და მოახლოებული დღესასწაულებისა და წვეულებებისათვის თადარიგი დაიჭირეთ.

ამის პარალელურად, აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, ძალიან ბევრი ისეთი ნივთი იყიდოთ, რომლებიც რეალურად არ გჭირდებათ. უკონტროლო ხარჯების რისკია, რაც ფინანსურად სამომავლოდ არამომგებიანი იქნება. ამიტომ, შეეცადეთ, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირდეთ.

გარდა ამისა, კონფლიქტებისა და აგრესიის გამოვლენის რისკი იზრდება. ამიტომაც, კარგად დაფიქრდით, ვიდრე რაიმეს იტყვით ან კამათს წამოიწყებთ. ეს თარიღი სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყებისა და შეხვედრებისათვის იდეალური არ არის, ამიტომაც, ჯობს, პაემანი მომდევნო დღეებში დაგეგმოთ.

რა გავლენას მოახდენს 2024 წლის 16 ნოემბრის სავსე მთვარე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე?

მიწის ნიშნებს – კუროს, ქალწულსა და თხის რქას სავსე მთვარის ნეგატიური გავლენა არ შეაწუხებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები რეალობას ყოველთვის ობიექტურად აღიქვამენ, ამიტომ არც ეს დღე იქნება რაიმეთი გამორჩეული. არც ფინანსებისადმი პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას დაივიწყებენ და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში წავა.

კირჩხიბის, სასწორის, მშვილდოსნისა და თევზების ნიშნის წარმომადგენლებმა შესაძლოა, აღნიშნული დღისთვის არაერთი შესყიდვა დაგეგმონ და შემდეგ დღეებში ეს გადაწყვეტილება მეტწილად ინანონ. ამიტომ, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ფინანსურ ოპერაციებზე კარგად დაფიქრდეთ.

ვერძის, ლომისა და მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა, პირად ურთიერთობებში ჰქონდეთ დაძაბულობა და საყვარელი ადამიანის გაგება გაუჭირდეთ ან თავი მარტოსულად იგრძნონ და დღე სევდიანად გაატარონ. კონცენტრირდით საკუთარ ემოციებზე, დაკავდით საყვარელი საქმიანობით, გაისეირნეთ, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას… შედარებით ემოციური პერიოდი მალე გაივლის და შეძლებთ, მოვლენებს კვლავ ფხიზლად შეხედოთ.

ტყუპები და მერწყულები საბოლოოდ მიხვდებიან, რომ იმაზე გაცილებით ნაკლებს შოულობენ, ვიდრე სჭირდებათ. შესაბამისად, შემოსავლის მიღების დამატებითი გზების ძიებაზე დაფიქრდებიან. კურო კი შესაბამის მინიშნებას მოგცემთ, რაც წარმატებას აუცილებლად მოგიტანთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შვედეთის ინსტიტუტის ახალგაზრდა პროფესიონალების აკადემია საქართველოს საჯარო მოხელეებს შეზღუდვას უწესებს
  • “არანაირი გუნდი არ არსებობს, ჩამოშლილია ივანიშვილის ბანდფორმირება. ერთმანეთის დაწყვეტაზე არიან, ცემა-ტყეპაზე, სროლაზე, გარჩევაზე, თანამდებობებს ვერ ინაწილებენ” – ლევან ხაბეიშვილი
  • თბილისის ზღვაზე ავარია მოხდა – რა ინფორმაცია ვრცელდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge