ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ერთნაირი ქურთუკებით მივიდნენ.
ფოტოებს ეროვნული ნაკრები გვიზიარებს.
ცნობილი ხდება, აღნიშნული ქურთუკი ფრანგული ბრენდის LOUIS VUITTON-ის კოლექციიდანაა.
რაც შეეხება მის ღირებულებას, ბრენდის საიტზე მისი ფასი 2180 დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 16 ნოემბერს „ერთა ლიგის“ ფარგლებში მორიგ მატჩს გამართავს და უკრაინას დაუპირისპირდება.