მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, მწერლების ნაწილმა კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს “ლიტერას” მონაწილეებმა.
აღნიშნულ პროტესტს “POSTV”-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ჟჟჟჟურნალისტების, შმედიამენეჯერების და ენჟეოშმენჯეოშნიკების მითის განქარვების შემდეგ “ლიბერალა მწერლების” მითიც უნდა დაიმსხვრეს!
არა მათი დაწერილი მხატვრული რომან-ნოველებით – არამედ საპროტესტო სტატუსებით რომ ვიცნობთ.
ვინ ჩემი ფეხები ხართ?
რა დაგიწერიათ?” – წერს რამიშვილი სოციალურ ქსელში. ამ პოსტს ფილოსოფოსი და ტელეწამყვანი გური სულთანიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა: -“ეგ ყველაზე საზარელი კასტაა, “პროსტა” მეინსტრიმი ვერაა, თორე *ლეთა ჯოგი ეგრევეე”- რაზეც რამიშვილმა უპასუხა: -“არ წაიღეს ტვინი”
ასეთი დაწერონ რა: – “ცა წყნარად ღუის საყვარელ ფერში
მწიფე და მძიმე ატმის ტოტებით.
ახლა მზე ჩადის შორეულ მთებში
და უსათუოდ შენ მაგონდები!
დალურჯებული ტუჩები ღვინით,
ჩუმად კოცნიან ჯამებს ცარიელს
და დალოცვილი კახური ლხინი
მიყვება კახურ მრავალჟამიერს.
თამადა ახალ სიყვარულს გვაწვდის,
დგას დაბალ დვრინში როხროხი კაცთა;
ვივუარე და ვეება ყანწი
დამიზნებული თოფივით ამცდა.
მოდის სიმთვრალე თან ეს ოხერი
შავი მტევნები რა რიგ მენება!…
შემომახტება როგორც ფოცხვერი,
დარდიან გულზე შენი ხსენება.
ო, როგორ მინდა ამ გაშლილ სუფრას
შენი ლამაზი თვალი შვენოდეს,
შეიფერებდი ყველაზე უფრო
ამ უდარებელ კახურ შემოდეგს.
დალურჯებული ტუჩები ღვინით,
ისევ კოცნიან ჯამებს ცარიელს,
და დალოცვილი კახური ლხინი
მიყვება კახურ მრავალჯამიერს..”
ლიტერას ჟიური ასევე დატოვა რეზო თაბუკაშვილმა და კიდევ ორმა წვერმა. საუბარია მწერალ და კრიტიკოს ლელა კოდალაშვილსა და ლიტერატურათმცოდნე ოქტაი კაზუმოვზე.
ამასთან, ლიტერატურული პრემია “ლიტერას” კონკურსანტმა ავტორებმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ, თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართეს. მათთვის მიუღებელია პრემიის ჟიურიში კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნა.
“დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ ისტორიაში, წელს პირველად, ჟიურის ხუთი წევრიდან ოთხი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე, იოსებ ჭუმბურიძე, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წარადგინა, სამინისტროში შემოქმდებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტშია დასაქმებული.
ჩვენთვის, „ლიტერას“ გრძელ სიაში შემავალი ავტორების, დიზაინერებისა და გამომცემლებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, როგორც „ლიტერას“, ასევე, „ლიტერა მთარგმნელებისთვის“, დამოუკიდებელი ჟიურის წევრად სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება სამინისტროს მხრიდან ლიტერატურულ პროცესებში ერთმნიშვნელოვანი და უხეში ჩარევაა, რომელიც არა მხოლოდ ზღუდავს ჟიურის დანარჩენი წევრების თავისუფალ მუშაობას, არამედ მიუთითებს ლიტერატურულ პროცესებში გაუმართლებელი მონაწილეობისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე ზეწოლის უფრო ფართომასშტაბიან საფრთხეებზე.
მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს მის მიერ დანიშნული წევრი ჟიურიდან. „ლიტერა“ სახელმწიფო პრემიაა და მისი ჟიურის თვისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს”, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:
თამთა მელაშვილი
მიხეილ ციხელაშვილი
ივა ფეზუაშვილი
ბათუ დანელია
რუსუდან რუხაძე
შოთა იათაშვილი
ეკატერინე ტოგონიძე
ეკა ქევანიშვილი
თათია ნადარეიშვილი
ია გაბუნია
ია მახათაძე
თაკო ბაქრაძე
ბელა ჩეკურიშვილი
ალეკო შუღლაძე
თეონა დოლენჯაშვილი
არჩილ ქიქოძე
თინა მამულაშვილი
რატი მუჯირი
ელის დოჯსონი
ლელა ლაშხი
ნინია სადღობელაშვილი
ნიკოლოზ ცისკარიშვილი
ანდრო დადიანი
ზვიად კვარაცხელია
ბექა ქურხული
დავით ქაშიაშვილი
ლადო კილასონია
ირმა შიოლაშვილი
გიორგი შერვაშიძე
თორნიკე ლორთქიფანიძე
(ხელმოწერები გრძელდება)