მერწყული
19 ნოემბერს ტრანსფორმაციის პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში შევა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მოგიწევთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. შესაძლოა, ახლა ძალიან ბევრი შეკითხვა გიტრიალებთ თავში და გაწუხებთ ეჭვები, გააგრძელოთ თუ არა ის საქმე, რასაც აკეთებთ, ან ღირს თუ არა ძალიან ბევრ შრომად და ენერგიის დახარჯვად. თვის ბოლომდე არა მხოლოდ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებთ, არამედ ახალ, საინტერესო პერსპექტივებსაც ნახავთ. მოულოდნელი შეთავაზებები და რჩევები კარიერულ კიბეზე ასვლასა და დაწინაურებაში ან ახალი საქმის წამოწყებაში დაგეხმარებათ. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. ნოემბრის მეორე ნახევარი თქვენთვის გამართლების, ფინანსური დაწინაურებისა და მიზნების ასრულების ეტაპი იქნება.
კირჩხიბი
იმის გამო, რომ მარსი კირჩხიბის ნიშანშია, შესაძლოა, ბოლო დროს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს რთული პერიოდი აქვთ, ზედმეტად გაღიზიანებულები არიან და კომუნიკაციაც უჭირთ. თუმცა, ნუ შეგეშინდებათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნოემბრის მეორე ნახევარი ძალიან დიდ იღბალსა და წარმატებას გპირდებათ. 1-ელ ნოემბერს ახალი მთვარე კირჩხიბის მეხუთე სახლში იყო, რაც ყველაფერში ახალ შესაძლებლობებს გიხსნით. შეგიძლიათ, განახორციელოთ იდეები, დაწინაურდეთ, საკუთარ საქმიანობაში გაგიმართლოთ, კარიერულ საფეხურზე წინ წაიწიოთ, შემოსავლის მიღების დამატებითი გზები მონახოთ. ამიტომაც, მომდევნო დღეები არაერთ სიურპრიზსა და გამართლებას გიმზადებთ.