“ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მილანის რეისს ასრულებს, თბილისის აეროპორტის თავზე დაფრინავს. აფრენიდან რამდენიმე წუთში მას კავშირის პრობლემა შეექმნა, რის გამოც, ამ დრომდე, საწვავის დაცლას ცდილობს, რომ აეროპორტში უსაფრთხოდ რომ დაჯდეს.
“ბორტს აქვს რადიოკავშირის ხარვეზი, ამის გამო თვითმფრინავი უკან დაეშვება თბილისის აეროპორტში, ხარვეზის გამოსწორების შემდეგ კი შეასრულებს რეისს” – განუცხადეს “ტვ პირველს” ავიაკომპანიაში.
წყარო: tv.pirveli