რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ნანატრ დანიშნულების ადგილზე მისვლა და იმის აღმოჩენა, რომ თქვენი ჩემოდანი ყველა საჭირო ნივთით დაიკარგა აეროპორტში.
ყველაზე აშკარა რჩევა ჩემოდნების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად არის ის, რომ ეცადოთ იპოვოთ პირდაპირი ფრენები.
„ბარგის უმეტესი ნაწილი იკარგება საერთაშორისო ფრენების დროს, განსაკუთრებით გადატვირთულ პერიოდებში, ბარგის გადაცემის გაზრდილი რისკის გამო. რისკის შესამცირებლად, სცადეთ პირდაპირი ფრენების დაჯავშნა”, – აცხადებენ ექსპერტები.
იმ შემთხვევებში, როდესაც ტრანსფერები გარდაუვალია, მოგზაურებს ურჩევენ ფრენებს შორის მეტი დრო აიღონ, რათა აეროპორტის პერსონალს მეტი დრო მიეცეს ბარგის გადასატანად.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის ძველი ავიაკომპანიის სტიკერების ამოღება ბარგიდან, რომელიც წინა ფრენებიდან რჩევა. ამით თავიდან აიცილებთ დაბნეულობას.
ამის ნაცვლად, თქვენი ჩემოდანი აღჭურვილი უნდა იყოს გამძლე ბარგის ეტიკეტით. ერთის მხრივ, ეს დაეხმარება მგზავრს სწრაფად ამოიცნოს თავისი ნივთები. მეორე მხრივ, თუ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციასაც დაწერთ, ეს გაუადვილებს აეროპორტის თანამშრომლებს დაკარგული ბარგის დაბრუნებას, ამბობენ ექსპერტები.