საქართველოს ნაკრებს ნოემბერში “ერთა ლიგაზე” გადამწყვეტი მატჩები ელის. დასკვნით ტურს ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ. უკრაინასთან პოლონეთში მოედნის საფარი ისეთ მდგომარეობაში იყო, ქართველ გულშემატკივრებს ეს საკითხი განსაკუთრებით აღელვებთ. საინტერესოა, რომ “ანდრუვ სტადიონზე” შაბათს უამინდობის გამო შეხვედრა ვერ ჩატარდა.
ადგილობრივ “სიგმას” “სლოვაცკოსთვის” უნდა ემასპინძლა, ძლიერი ნისლის გამო, მატჩის ჩატარება ვერ მოხერხდა. ოლომოუცის კლუბის ოფიციალური გვერდი წერს: “ამინდი ისევ “ალაპარაკდა”. უამინდობის გამო თამაში შეუძლებელი იყო და მსაჯის გადაწყვეტილებას დავთანხმდით.” აღსანიშნავია, რომ დაბალი ტემპერატურაც ფიქსირდება.
წყარო: sportall.ge