ქობულეთში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.