საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი 1977 წლის მარტში საფრანგეთში დაიბადა. თამაშობდა კლუბებში – “სენტ-ეტიენში”, “მონაკოში”, “ბაიერნსა” და საფრანგეთის ნაკრებში. ის არის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი, ორი კონფედერაციის თასის და მრავალი სხვა თასის მფლობელი.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ სანიოლი 2013-2014 წლებში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა. 2014-2016 წლებში “ბორდოს” ხელმძღვანელობდა, 2017 წლის ზაფხულში კი “ბაიერნის” საწვრთნელო შტაბს შეუერთდა. 2017 წლის 28 სექტემბერს დაინიშნა “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად, 2021 წლის თებერვალში კი საქართველოს ნაკრები ჩაიბარა.
ვილი სანიოლი დაოჯახებულია და ჰყავს ოთხი შვილი.
2014 წელს სანიოლი სერიოზულ სკანდალში გაეხვია, როდესაც მაშინდელ “ბორდოს” მწვრთნელს რასიზმში დასდეს ბრალი. მაშინ სანიოლმა თქვა:
“სანამ მე “ბორდოს“ მწვრთნელი ვარ, ცოტა აფრიკელ ფეხბურთელს შევიძენთ. არ მინდა, ორ წელიწადში ერთხელ დავკარგო ნახევარი გუნდი იმის გამო, რომ მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ აფრიკის თასის გათამაშებაში. აფრიკელი ფეხბურთელების ძირითადი უპირატესობებია: ისინი ითხოვენ ნაკლებ ხელფასს, იაფები არიან, მებრძოლი ხასიათი აქვთ, ფიზიკური ძალა გააჩნიათ. მაგრამ ფეხბურთში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტექნიკა, ჭკუა და დისციპლინა. აქ ყველაფერი ერთმანეთშია გადაჯაჭვული…“ განაგრძეთ კითხვა…