მომღერალი, სოფო ნიჟარაძე თავისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.
“მეხვეწებოდა, გამომყევი ცოლად, ყველაფერი შენთვის მინდაო, მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინაც იგივე სიმღერამ შემიშალა ხელი. მითხრა, არავითარ შემთხვევაში შენი სიმღერა არ მინდაო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 19 წლის. ის იყო რუსეთში ძალიან ცნობილი ბიჭი.
ერთხელ მქონდა ასეთი შანსი, ცხოვრებაში უნდა გადამედგა რაღაც ნაბიჯი, დამევიწყებინა ყველაფერი, დამეტოვებინა უკან და ახალი ფურცლიდან დამეწყო ყველაფერი. ეს იყო რამდენიმე წლის წინ და მეს ეს არ გავაკეთე. ახლაც მახსოვს ის ქუჩა თბილისში, სადაც მე ვიდექი და ვფიქრობდი.
ვიფიქრე, რომ არ ვიყავი მზად მკვეთრი ნაბიჯებისთვის. იყო რაღაცები, რასაც ვერ გადავლახავდი, იგიგე ხალხზე ვიფიქრე, რას იტყოდნენ. მოკლედ, არ გადავდგი ეს ნაბიჯი, თორემ ჩვენ ახლა ერთად ვიქნებოდით. შეიძლება სიმღერისთვის საერთოდ დამენებებინა თავი და წავსულიყავი. ჰოდა, მაშინ რომ ვერ გადავწყვიტე, სიმღერისთვის დამენანებინა თავი, ამიტომ არ მოხდა არაფერი. თუმცა ვამბობ, რომ ამას ვნანობ”, – ამბობს სოფო.
სავარაუდოდ, საუბარი მიხეილ სააკაშვილზეა. შეგახსენებთ, რომ სოფო ნიჟარაძეს და მიშას შვილი ჰყავთ – ელის მარია.