მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ლევან კბილაშვილის ერთ-ერთ საოცარ შესრულებას გვიზიარებს, სადაც სიმღერას „თბილისო“ მღერის. როგორც მელიტა ფურცელაძე წერს, ყოველდღიურად გრძნობს, რომ ლევანი კვლავ მისი ოჯახის გვერდით არის.
„სხვაგან არც საქართველოს მსგავსი ქვეყანაა, არც თბილისის მსგავსი ქალაქი. შენც რომ სულ სხვანაირი ხარ. ყველა დედას მისი შვილი განსაკუთრებული ჰგონია და რასაკვირველია ასეც არის, მაგრამ შენ განსხვავებულად რაღაცნაირი ხარ, ვერ მოვძებნე შესატყვისი სიტყვა, ამის დასტურია შენი ყოველდღიური ჩვენთან ერთად ყოფნა სიტყვები შენი სიმღერიდან „ისე მოვკვდები მე აქ ვიქნები“-ო და ასეა დე.
აქ ხარ და სულ ასე იქნები.” – წერს მელიტა ფურცელაძე და ვიდეოს აქვეყნებს