ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
მაგისტრალზე ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.