ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდის მეშვეობით ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართავს:
“ახლა რომ ჩუმად სხედხართ სახლში, კოლეგებო, როცა თქვენ მოგადგებიან ერთი მიკროფონიც აღარ იქნება ამ ქვეყანაში დარჩენილი რომ დაგიცავთ) (ინგა გ რ ი გ ო ლ ი ა)
კაი ერთი, ინგუშ, ნუ გვაშინებ რა! ეგეთი ტუტუცი დემაგოგია სადაც გაგსვლია, ისევ იქ გაგივიდეს… ჯერ ერთი “ჩუმად” სულაც არ ვარ და საკმაოდ ხმამაღლა გეუბნები ყოველთვის, რომ შენ ხარ ქართული ჟურნალისტიკის დიდი სირცხვილი! მეორეც – არავის არ “მოგვადგებიან” და არაფერი მსგავსი არ ხდება ქვეყანაში და კიდევ – შენნაირი გარეწრის “დასაცავი” რომ გავხდები, აი, იმ დღეს მოვიკლავ თავს ზუსტად, შე ნაგავო! შენ რადგან “იმედიდან” მიგაბრძანეს, ამას უნდა გადააყოლო მართლა მთელი ქვეყანა? შენი პირადი ბოღმების გამო მთელმა საქართველომ შენი ტ*აკის თამაშზე უნდა იაროს? არაერთ შენზე ბევრად ნიჭიერ ჟურნალისტს დაუხურეს პროექტები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიაში მარა ამხელა წიოკი არავის აუტეხია. ეს რა ხარ მართლა “ბეზრაზმერნი”ბოღმის ბუკეტი, დაშოშმინდი რა! მთლად ასე ბოლომდე უნდა გაიფარჩაკო თავი მაინცდამაინც?…” – მიმართავს სვანიძე გრიგოლიას.