სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
“3665 ეს არის სრული კატასტროფა ამ პატარა ქვეყნისთვის. დღეს გადავსებულია საავადმყოფოები და კლინიკები. გაუფრთხილდით და დაიცავით ყველა რეგულაცია!!! ვინც ასაცრელი ხართ აიცერით!!!” – წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ზურა ხაჩიძეს COVID 19 ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ 27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით – 3 666 ადამიანი დიანფიცირდა.
გარდაიცვალა კიდევ 17 ინფიცირებული პირი. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 335 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge- – ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 42 235, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 425, PCR ტესტით – 14 810.
სულ აცრილია – 418 398, დღიურად აცრილია – 13 884.
კორონაპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირდა – 407 689, გარდაიცვალა 5731 ადამიანი, ხოლო ვირუსი დაამარცხა 376 088 პირმა.