გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
“7 ნოემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში;
11:00-იდან 12:00 საათამდე და 16:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – წეროვანი, ჩარდახი, მუხრანი, გოროვანი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე სოფლებში;
15:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში გრიგოლ ხანძთელის, ფარსმან სონღულაშვილის და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.