Saturday, September 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გვარამია გააბრაზეს და აღარ დადის აქციებზე…”- რას ამბობს გურამ მაჭარაშვილი?

November 6, 2024
“გვარამია გააბრაზეს და აღარ დადის აქციებზე…”- რას ამბობს გურამ მაჭარაშვილი?

ისე მიდის საქმე, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ისე გაქრეს, გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს – პრაქტიკულად, გეგმაში არიან ჩაკარგულები, იმიტომ, რომ რეალურად, გეგმა არ არსებობს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის აქციების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი ხალხის გაბრაზება იყო, სინამდვილეში კი თავიანთი ამომრჩეველი და ერთმანეთი გააბრაზეს.

„ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციაში, პრაქტიკულად, არის ნიჰილიზმი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი სხვაობით დამარცხდნენ ამ არჩევნებზე. ვერც გაყალბების მტკიცებულებები წარმოადგინეს, ვერც პროკურატურაში, ვერც საჯარო სივრცეში, ამავდროულად, თავიანთივე ამომრჩეველი არის გაბრაზებული. მათი გეგმა იყო, რომ გაებრაზებინათ ხალხი, რეალურად თავიანთი ამომრჩეველი გააბრაზეს და ერთმანეთი გააბრაზეს. მაგალითად, გვარამია გააბრაზეს, არ უყიდეს კარავი და აღარ დადის აქციებზე და მათ შორის, მათივე ამომრჩევლები ამბობენ, რომ ისინი გეგმაში არიან ჩაკარგულები პრაქტიკულად.

საქართველოს რუკაზე ფერებში ჩაიკარგნენ და ვერ დაადგინეს ფერები და ახლა ღონისძიებებზე ჩაიკარგნენ გეგმებში, იმიტომ, რომ გეგმა რეალურად არ არსებობს. ერთადერთი გეგმა, რაც გამოაცხადეს არის მამუკა ხაზარაძე და მამუკა ხაზარაძის გეგმა არის, რომ თვითონ გადარჩეს და სხვა ჩაძიროს. ეს არის რეალობა.

შესაბამისად, ყოველდღიურად ვხედავთ იმას, რომ ე.წ. აქციებზე თავიანთივე ამომრჩეველი საყვედურობს, რომ ოპოზიციას არც გეგმა აქვს, არც მიზანი. ამიტომ ისე მიდის საქმე, რომ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” შეიძლება ისე გაქრეს, რომ გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს. ეს არის რეალობა,” – განაცხადა მაჭარაშვილმა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 112 საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • 🎥„ზღვაზე შტორმული სიტუაციაა…“ – ვითარება ამ წუთებში ადგილზე
  • „საშიში სიტუაციაა… იყავით ფრთხილად!“ – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge