სკანდალური მილიარდერის, დონალდ ტრამპის მესამე ცოლი ცნობილი სლოვენიელი მოდელია. მელანია იუგოსლავიაში დაიბადა და 16 წლიდან მოდელად დაიწყო მუშაობა. მას სხვადასხვა გამომცემლობებისთვის იღებდნენ.
მელანიას არ ეშინოდა თამამი ფოტოსესიის, მაგრამ გათხოვების შემდეგ შეწყვიტა კამერის წინ გაშიშვლება. 2000 წელს მან მიიღო ტიტული ”მის ბიკინი” ჟურნალში – Sports Illustrated.
მაშინ, როცა მოდელმა ნიუ-იორკში ერთ-ერთ წვეულებაზე ყველაზე მდიდარი და გავლენიანი მამაკაცი გაიცნო, ტრამპი სხვა ქალთან ერთად იყო, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, მისულიყო ქალთან და ტელეფონის ნომერი ეთხოვა.
ხალხის აზრით, მელანია ისტორიაში ყველაზე სექსუალური პირველი ლედი იქნება.
ქორწილში მას Dior-ის საქორწინო კაბა ეცვა, რომელიც 200 000 $ ღირდა და 20 კგ-ს იწონიდა. მანქანაში კი სპეციალურად დაქირავებული ასისტენტების დახმარებით ჯდებოდა.
უზარმაზარი საქორწილო ტორტი დაფარული იყო 3000 ვარდით.
წყარო: “ბომონდი”