ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელში 50-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ნაწილს კონსტრუქცია მთლიანად აქვს გადახდილი.
სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, მოგლიჯა ასწლოვანი ხეები შედეგად ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაზარალებულ სოფლებში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სპეციალური კომისია მუშაობს და ზარალს ითვლის.
წყარო: knews.ge