თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“სანამ ამერიკის არჩევნებში გამარჯვებული ირკვევა, “ბაბლისთვის” საინტერესოს დავწერ.
ზავი დადეთ ოპო პარტიებმაო. არჩევნების შედეგებით დაძაბულია ყველა და ბევრი ღიზიანდება, როდესაც ოპოზიციას თავს ვესხმი, ზავს ითხოვენ, თუნდაც დროებითს, “სანამ ბიძინას დავამარცხებთ”.
მეგობრებო, არსებული ოპოზიცია, არსებულ ფორმაში, რუსულ რეჟიმს ვერასოდეს, ვერასოდეს დაამარცხებს.
ეს არის შეუძლებელი! ეს არის ტყუილი! და მე ტყუილები არ მიყვარს – დებილობაა, ფორმიდან მაგდებს!
ამდენად ზავის მოთხოვნა უადგილოა.
ზავი იქნება მაშინ, როდესაც:
გაიხსნება ყველა, აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური არხი ყველა ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მისაღებად – მათ შორის ჩემი ამომრჩევლისთვის. სანამ ტელემედია ჩემს ამომრჩეველს (მზარდია და ჭკვიანი) და პოტენციურ ამომრჩეველს თამაშგარე ტოვებს, მე ტელემედიას და მათ პატრონებს უმოწყალოდ ვათრევ, იმიტომ რომ არაინფორმირებული ამომრჩეველი დემოკრატიულ ცვლილებას ვერ განახორციელებს. ტელემედიის მაყურებელიც იმსახურებს, რომ ლოგიკური მსჯელობა ისმინოს მიმდინარე პროცესებზე და გამოსავალზე. გათრევთ, სანამ წესიერად არ მოიქცევით და ჩემი გონიერი ამომრჩევლის პატივისცემას არ დაიწყებთ.
ოპოზიციური პარტიები გაიაზრებენ, რომ მათი მოვალეობა არის ამომრჩევლისთვის საინტერესო პროდუქტის შექმნა და ამაზე დებატები ყველა ტიპის მედიაში – ანუ მოგვეცემა საშუალება ჩვენი უპირატესობა ხაზარაძესთან, გახარიასთან, გვარამიასთან და სააკაშვილთან – ცივილიზებულ დებატებში ვამტკიცოთ.
ენჯეოები გაიაზრებენ, რომ კრიტიკისგან იმუნიტეტი არ გააჩნიათ, გაიაზრებენ იმასაც, რომ მათი საქმე ხელისუფლების და პოლიტიკური სპექტრის ნაგაზობაა. ოპოზიციურ პარტიებში შეზელვით და და გავარნიაკებით კარტელური გარიგებები და დემოკრატიული ცვლილებების ხლართვა იმ პირებთან ერთად, რომლებსაც “კონსენსუალურად” მიიჩნევთ, იმიტომ რომ თქვენს ფაქიზ და არაადეკვატურ ეგოებს არ ეხებიან, დონორების ფულის და ამომრჩევლის მოლოდინის ფუჭი ფლანგვაა და ამაზე პასუხი მოგეთხოვებათ!
ტელემედია გაიაზრებს რომ მათი საქმე არის ამომრჩევლის ინფორმირება იმაზე რაც ხდება!!! და არა იმაზე, რაც მათ დონორს ესიამოვნება
დონორის სასურველი ვირტუალური რეალობების შექმნა და ჩემი ფსიქოანალიზი ტელემედიის საქმე არ არის.
ტელემედიის საქმეა ჩემს ამომრჩეველს მიაწოდოს პირუთვნელი ინფორმაცია, მათ შორის ჩემი დღის წესრიგის გაშუქებით დღის განმავლობაში – ზუსტად ისეთი ინტენსივობით, როგორც მიშა სააკაშვილის მოგონილ 36 დიაგნოზს აშუქებდით.
(ისე, სად წავიდა ეს დიაგნოზები, რატომ არ მიყევით ბოლომდე? ეს ხომ თქვენი მოვალეობაა – ჰაერში რატომ დატოვეთ დემენციის განკურნება? ამას გადაცემები რატომ არ მიუძღვენით, როცა ასეთი groundbeaking შედეგი დადგა, დემენციისგან განიკურნა, ან რატომ არცერთხელ არ კითხეთ მის მინიონებს, დავიწყებული ქართული როდის გაიხსენა? – ააა ვერ ეკითხებით, იმიტომ რომ ფულს გიხდით ამ უღირსობაში – ჰოდა თავს დაგესხმებით, მართალი ვიქნები და ჩემი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება).
მოკლედ, ვისაც ზავი გინდათ, ცივილიზებული თამაშის წესები დაიცავით.
არადა გათრევთ უმოწყალოდ, იმიტომ რომ თქვენ, ყველა,აი სულ ყველა უწესოები და რუსული რეჟიმის სიცოცხლის ელექსირები ხართ და სანამ თქვენ ხართ ალტერნატივა, საქართველოს სიკეთე არ უწერია.
გათრევთ ჩემი მზარდი და ჭკვიანი ამომრჩევლის სახელით. “- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი