ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ არცევნებზე არსებული დარღვევების დადასტურების ფაქტს ემიანება.
“ძალიან მაგარი ამბავი! თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე (30 უბანი) შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ყველა ელექტრონულ უბანზე ასე უნდა მოხდეს, სადაც ბიულეტენი ლანდავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. საის ცნობით, სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა.