პარტია “საქართველოსთვის” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ჩვენი გუნდის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანაგუნდელის – ჯვარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის – კობა მითაგვარიას გარდაცვალების გამო.
კობა მითაგვარია იყო გამორჩეული ადამიანი, მოქალაქე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს!
კობა დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის, ჯვარისთვის, საქართველოსთვის!”