ნანუკა გულუა დღეს იუბილარია და 41 წლის გახდა. მსახიობი სასიხარულო ინფორმაციასაც ავრცელებს და ამბობს, რომ მესამე შვილის მოლოდინშია:
“ჩემი 4 ნოემბერიც დადგა მთელი წელი ისე ველოდები ამ დღეს როგორც ახალ წელს… ფული,შური,ორპირობა,ღალატი,გაუტანლობა,ეჭვიანობა,ბოღმა ეს ის სიტყვებია რაც ჩემს გონებას და გულს არასოდეს გაკარებია,რისთვისაც მადლობელი ვარ უფლის და ჩემი საამაყო მშობლების… მიყვარს ადამიანები ,მიყვარს ჩემი მეგობრები, ჩემი დიიიიდი ოჯახი , ჩემი სამსახური, მიყვარს მათთვის ცხოვრების გახალისება ,მათი ერთგულება,მოფერება,გვერდშიდგომა… ჩემს ცხოვრებაში პირდაპირ ზეიმი შემოგაქვთ ჩემებს…მე კი ამ სამყაროსგან და უფლისგან მადლობად ვიღებ: კახა კაშიას,ნინა კაშიას,ირაკლი კაშიას და მუცელში ახალ კაშიას :))და ყველას გიხდით მილიონ მადლობას რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში და შემოგაქვთ ბედნიერება-მილიონად დაგიბრუნებთ ყველას!!! პ.ს შინაბერობიდან მრავალშვილიან დედობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილ😂! 41❤️”- წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.