Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

თქვენ შეუძლებელი შეძელით! – რატომ უხდის მადლობას გიორგი ფხაკაძე საქართველოს მთავრობას?!

July 26, 2021
თქვენ შეუძლებელი შეძელით! – რატომ უხდის მადლობას გიორგი ფხაკაძე საქართველოს მთავრობას?!

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით საქართველოს მთავრობას ეპიდემიასთან ბრძოლაში გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის:

“ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოშია! ეს საქართველოსთვის ნამდვილად დიდი წარმატებაა. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მოხდა მისი ძალისხმევით. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ თამარ გაბუნიას თქვენ შეუძლებელი შეძელით!

ასობით ქვეყანას ჯერ არც კი დაუწყია საყოველთაო ვაქცინაცია და მაღალეფექტური და უსაფრთხო ვაქცინები, როგირიცაა “ფაიზერი”, საერთოდ წარმოუდგენელი ოცნებაა ამ ქვეყნებისთვის.

იმედია, ეს ტემპი არ დავარდება და ყველა ძალისხმევა იქნება გამოყენებული, რომ საქართველოში მაღალეფექტური ვაქცინები კვლავაც ხელმისაწვდომი იყოს!

დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს, ამერიკის მთავრობასა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ეს მხოლოდ დასაწყისია ამ პანდემიის დასასრულის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პანდემიის დასრულება შესაძლებელია!

იმედია, “ფაიზერის” ვაქცინის ახალი პარტიების შემოტანასთან ერთად სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული:
 ყველა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები რეგისტრაციის დროს პრიორიტეტულ სიაში იქნებიან. ჩვენი უსაფრთხოების დამცველები, განსაკუთრებით, საპატრულო და სასაზღვრო სამსახურები, იქნებიან პრიორიტეტულები რეგისტრაციის დროს და ყველა იმ კეთილსინდისიერ მოქალაქეს, რომელმაც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, 3-5 თვეში მათ მიეცემათ საშუალება, დარეგისტრირდნენ “ფაიზერის” “ბუსტერზე”.

ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეს შესაძლებელია! ყველგან გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე, მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია. გავაგრძელოთ მაღალეფექტური და უსაფრთხო ვაქცინებით ვაქცინაცია,” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა.

ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყება.

„ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

ამასთან, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე – 15 22.

წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტურს მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge