ავარიების საგანგაშო სტატისტიკის შესახებ “ჩემი ქალაქი მკლავს” აქტიურად საუბრობს. მათივე ინფორმაციით, 2008-2023 წლებში საქართველოში 177 745 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 121 997 ადამიანი დაშავდა, 8 360 ადამიანი კი დაიღუპა. ჯერ-ჯერობით უცნობია 2024 წლის სტატისტიკა.
“საქართველოში 2008 – 2023 წლებში მოხდა
177 745 ავტოსაგზაო შემთხვევა ❗️
121 997 ადამიანი დაშავდა ❗️
8 360 ადამიანი დაიღუპა 🆘” – წერს სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს”.