ევროპული კომისია ელექტრონული კომერციის ჩინური პლატფორმა Temu-ს წინააღმდეგ ახალ გამოძიებას იწყებს, რათა დაადგინოს, იცავს თუ არა კომპანია წესებს, რომლებიც ონლაინ პლატფორმებზე უკანონო პროდუქტების გაყიდვის პრევენციას ახდენს – ამის შესახებ Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, გამოძიების შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც, 11 ოქტომბერს, ევროკომისიამ Temu-სგან ინფორმაცია “ციფრული სერვისების აქტის” ფარგლებში გამოითხოვა. კომისია ცდილობდა გაერკვია, რა ზომებს ატარებს Temu იმისთვის, რომ თავის პლატფორმაზე არალეგალური პროდუქტის გაყიდვა შეაჩეროს.
Temu-ს აღნიშნული ინფორმაციის წარსადგენად ვადა 21 ოქტომბრამდე განესაზღვა. კომისია აცხადებდა, რომ ჩინური კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით გადაწყდებოდა, რა იქნებოდა მომდევნო ნაბიჯები. განაგრძეთ კითხვა…