Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

“ჩვენი ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებს… არ დაუჯეროთ „ფეისბუქის“ და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ დეზინფორაციას” – პრემიერი

July 26, 2021
აპირებს თუ არა თანამდებობიდან გადადგომას პრემიერი ?! – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია ეპიდემია მართვადი იყოს და ჩაკეტვის საჭიროება არ დადგეს. მისი განმარტებით, ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მკაცრი შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება.

„მოგეხსენებთ, ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედნეტო ზრდა მთელს მსოფლიოში, 45%-იანი აპრილის თვეში, 24%-იანი მაისის თვეში, 18%-იანს ველით ივნისის თვეში,12%-იანი ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. უფრო მეტიც, ბატონმა ფინანსთა მინისტრმა წარადგინა კორექტირებული ბიუჯეტი, მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი, რამაც მოგვცა საშუალება, დავაფინანსოთ არაერთი პროგრამა ჩვენი მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, მინდა, ჩვენს მოსახელობას განვუმარტო, ბევრია საუბარი, კითხვებიც დაისვა ბოლოს დროს, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ასე შემდეგ. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს არის მართვის გზა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტიანად ვმართოთ ეს ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. უფრო მეტიც, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქების გადასახდელი. ამიტომ ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრთხოა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა „ფეისბუქის“ და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ დეზინფორაციას, ტყუილს“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge