Saturday, August 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საჭიროდ ჩავთვალე წინასწარ მეთქვა… სამწუხაროა, რომ ამ ფორმით მიწევს რეაგირება – არჩილ თალაკვაძის განცხადება

July 23, 2021
საჭიროდ ჩავთვალე წინასწარ მეთქვა… სამწუხაროა, რომ ამ ფორმით მიწევს რეაგირება – არჩილ თალაკვაძის განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“საღამო მშვიდობისა მეგობრებო. ჩემს კოლეგებზე არაერთი დეზინფორმაციული სიუჟეტის შემდეგ, როგორც ჩანს ამ შაბათ-კვირას მორიგი ფეიკ-ნიუსის გავრცელებას ჩემზეც გეგმავენ. გუშინ, სახლში სადაც ამჟამად ვცხოვრობ, მოვიდნენ TV Pირველი • ტელეკომპანია პირველი-ის ჟურნალისტები და მითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ თითქოს გაგვძარცვეს და საყვედურით მეკითხებოდნენ – პოლიციას რატომ არ შეატყობინეო… მშვიდად, აგრესიის გარეშე გავეცი პასუხები, ვუთხარი რომ ეს არის სიცრუე.

საჭიროდ ჩავთვალე წინასწარ მეთქვა თქვენთვის, რადგან თუ ასეთი ყალბი სიუჟეტი გავა, შესაძლოა ჩვენი ოჯახის ბევრი ახლობელი და მეგობარი შეწუხდეს ამის გამო და ამბის საკითხავად დაგვიკავშირდეს. სამწუხაროა, რომ ამ ფორმით მიწევს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დეზინფორმაციაზე რეაგირება.

საკუთრივ მე, ასეთი ფეიკ-სიუჟეტები და დეზინფორმაცია ცნობილ “მოდელირებულ ქრონიკას” მახსენებს, როცა აგვისტოს ომის შემდეგ, შეგნებულად, გაფრთხილების გარეშე, ერთ-ერთი მთავარი ტელევიზიით ომის სიმულაცია გააკეთეს და საზოგადოებას დიდი სტრესი და ზიანი მიაყენეს. აშკარაა, რომ ამ ადამიანების – პარტიული ბოსების თუ მედიამენეჯერების, ჟურნალისტებს ამოფარებული დამნაშავეების ხელში, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია.

ჩემი საუკეთესო სურვილები და თანაგრძნობა რიგით ჟურნალისტებს, რომლებიც იძულებულები არიან მსგავსი დაკვეთა შეასრულონ და ყალბი სიუჟეტები მოამზადონ,” – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რაჭაში მდინარე ლათქიშორა ადიდდა – ვრცელდება კადრები
  • “გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები”- სტიქია კახეთში
  • მოძრაობა იზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge