„ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ გამოიყენეს რუსული პროპაგანდა. ხელისუფლება რუსეთთან ხელიხელ ჩაკიდებულმა იმუშავა და სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დახმარება”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა Associated Press-სთან ინტერვიუში.
“ჩვენ გვჭირდება მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა”, – თქვა პრეზიდენტმა.
AP-ს კითხვას, სურს თუ არა, რომ ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს დასავლელ ლიდერებზეა დამოკიდებული, თუმცა, “ჯერ არ მოსულა იმის დრო, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობები განაახლონ, რადგან ამ დროისთვის ხელისუფლება არალეგიტიმურია“ — თქვა სალომე ზურაბიშვილმა Associated Press-სთან ინტერვიუში