თურქეთში, ადანის პროვინციაში 5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, რის გამოც, ბევრმა სახლები დატოვა.
ბიძგები მიმდებარე რაიონებშიც იგრძნობოდა. ინფორმაცია დაღუპულების დაშავებულების ან შენობების დანგრევის შესახებ არ გავრცელებულა.