მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა, მისი დის მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ ყოფილი ქმრის, ბესო ზანგურის ძალადობაში მხილების შესახებ გადაცემაში “სთორი” კიდევ ერთხელ ისაუბრა.
როგორც რუსკა მაყაშვილმა იხსენებს, ბესო ზანგურთან კონფლიქტის დროს, მას თავში სავარცხელი ჩაარტყდა.
“ნინუცამ კიდევ ძალიან ბევრი რამე არ ილაპარაკა და მე პირდაპირ ვიტყვი, რომ მაშინაც ძალიან ეშინოდა. იმ დღეს მომწერა და მკითხა, უნდა მოეყოლა თუ არა ყველაფერი და ერთი კვირა ამაზე ვიყავი ორიენტირებული რომ – უნდა თქვა!, მპასუხობდა, რომ ვერ იტყოდა, ეშინოდა… შემდეგ ხომ დაიწყო კითხვები – “რატომ ამდენი წლის შემდეგ?” – აი, ამისიც ეშინოდა… ამიტომ ეს ქალები, რომლებიც ასეთ დღეში არიან, მარტო ამიტომ ვერ იღებენ ხმას…. ის კაცი ერთ-ერთ გადაცემაში გამოვიდა და თქვა, რომ ის არის კარგი მამა, იყო კარგი ქმარი, იქ ლექსებიც იკითხა… და ეს იყო ბოლო წვეთი. ამ ყველაფრის შესახებ იმ პერიოდში ძალიან ბევრმა ადამიანმა, მთელმა თბილისმა იცოდა, რომ ნინუცა ასეთ მდგომარეობაში იყო. მასზე არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც ძალადობდა, ის ძალიან ნიჭიერი კაცია… საოცრად მანიპულირებდა, საოცრებებს ეუბნებოდა ამ პატარა გოგოს…
როდესაც ჩვენთან მოვიდა და თქვა, რომ არაფერი მომხდარა, არ უძალადია, ჩვენს შორისაც ძალიან დიდი კონფლიქტი იყო, შეიძლება ითქვას, რომ მეც ვიძალადე, აფექტის მდგომარეობაში თავში სავარცხელი ჩავარტყი, დედაჩემმა ოთახიდან გამომიშვა, უთხრა, რომ მე გასალახი შვილები არ გამიჩენიაო.” – ამბობს მაყაშვილი თათია შარანგიასთან ინტერვიუში.