ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი რჩეული ჯორჯინა უზკატეგუია. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, “Future and Energy” ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში.
ინსტაგრამზე წყვილი ხშირად აზიარებს სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს.
ჯორჯინა უზკატეგუის შესახებ ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ – ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.
ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია “Future and Energy” დააარსა.
წყარო: elnews.ge