Monday, May 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხშირად ამოვალთ შენს საფლავზე, გულწრფელ ცრემლებს არ მოგაკლებთ…”-კესარია აბრამიძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

October 28, 2024
“ხშირად ამოვალთ შენს საფლავზე, გულწრფელ ცრემლებს არ მოგაკლებთ…”-კესარია აბრამიძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

დღეს,40 დღე გავიდა მოდელისა და მსახიობის, კესარია აბრამიძის გარდაცვალებიდან. კესარიას იხსენებენ მისი ახლობლები და მეგობრები.

სოციალურ ქსელში ამ დღესთან დაკავშირებით შოთო სიხარულიძე წერს:

„არასოდეს დაგივიწყებთ, ხშირად ამოვალთ შენს საფლავზე,სანთლებს,ყვავილებს და გულწრფელ ცრემლებს არ მოგაკლებთ… გვიყვარხარ, გვახსოვხარ და ყოველთვის გვეყვარები და გვემახსოვრები

კეთილი, ულამაზესი და სიცოცხლით სავსე დღემდე ვერ ვიჯერებ როგორ მენანება მიწისთვისმენანება..როგორ უყვარდა სიცოცხლე… რამდენი იბრძოლა… ოცნება აიხდინა… გააქრო არა ადამიანმა..

40 დღე გავიდა

კესარია დარჩა სამუდამოდ ლამაზად. გოგოდ, რომელიც ყველას უყვარდა, ყველას აცრემლება მოახერხა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, კესო ყველას გულებამდე მივიდა. იმიტომ რომ იყო ადამიანი.

ხომ გქონდა ფრთები, ჰოდა იფრინე კესარია. იქ სადაც დემონები ვეღარ დაგჯიჯგნიან.

შენ ამას არ იმსახურებდი ყველასგან განსხვავებული იყავი და განსხვავებულადაც გაფრინდი

რა რთული გზა გაიარა,სანამ ლამაზი ქალი გახდებოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ რა გზა გაიარა კესარიას დედამ.

ბოლოს კი შვილი ისე სასტიკად მოუკლეს

შენ დარჩები ყოველთვის, შენი სახელი შენი ბრძოლითა და შრომით დაიწერა! დაე იქ განაგრძე ბრძოლა, ცხოვრების მოყვარულო ულამაზესო გოგონავ.

პეპელასავით იფრინე! იქ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს ! წლები იბრძოდა ამისთვის!

მიაღწია თავისას! გაიმარჯვა ჩვენზე! თქვენზე! ყველას უთხრა სათქმელი! იყო გულწრფელი და გულახდილი!

არავის აწუხებდა, არავის აღიზიანებდა, არავის არაფერს უშავებდა!

ცხოვრობდა თავისთვის და ამსხვრევდა სტერეოტიპებს!…“- წერს შოთო სიხარულიძე.

შეგახსენებთ, რომ კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა.

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ კაცს კესარიასთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ეს უნდა იცოდეთ
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge