ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას რეიტინგში უკუსვლა განიცადა.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე, საქართველოს ნაკრები ჯერ უკრაინასთან დამარცხდა, ანგარიშით 1:0, შემდეგ კი თბილისში ალბანეთთან ანგარიშით 0:1.
საქართველომ რეიტინგში 12.66 ქულა დაკარგა და ერთი პოზიციით დაქვეითდა.
ჩვენი ნაკრები 67-ე პოზიციაზე იმყოფება.