ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ბათუმიდან, სადაც მოქალაქეების მხრიდან კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ქალაქში “სრული განუკითხაობაა”.
“შრომის ინსპექცია/Labour Inspection Office, ბათუმში ნამყოფი ხართ?! სურსათის მაღაზიებშიც კი არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!
სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ჰყავს აქაურობას!” – წერს ფანგანი სოციალურ ქსელში.