გუშინ, ღამე, ტრანსგენდერ ქალს – ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებული „მთავარ არხთან“ ჰყვება, მას უცნობმა პირმა თავში აგური ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ტალიკიშვილი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ის უკვე გამოჰკითხა.
„ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი ორთაჭალის ავტოსადგომზე და თავში ჩამარტყეს აგურის ნატეხი. გაჩერებაზე გამიარა, გამომიარა… მიმართვები ტრანსფობიური იყო: შენ ვინ გაბლატავების ამ ქვეყანაში, შენნაირების დედა, ჩარტყმის კი არა – სიკვდილის ღირსი ხარო.
დავეცი, ლამის გონება დავკარგე. შევწუხდი აგური რომ ჩამარტყა. ტვინის შერყევა მაქვს, ვწევარ ახლა. თავი ისეთ დღეში მაქვს რომ ვერ ვაზროვნებ. გამომძიებელმა მითხრა, ადგილზე რომ დააკავეს, რომ არ არის ფსიქიკურად ნორმალურიო.“ – განაცხადა ნატა ტალიკიშვილმა.
შემთხვევა ორთაჭალის ავტოსადგურთან მოხდა. შსს -ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ჩვენი ინფორმაციით კი, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.