Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძალიან სამწუხარო ამბავი ყველა ექიმისა და პაციენტისთვის…” – ივანე ჩხაიძე ცნობილი ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

October 21, 2024
“ძალიან სამწუხარო ამბავი ყველა ექიმისა და პაციენტისთვის…” – ივანე ჩხაიძე ცნობილი ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილი პედიატრი ქეთი ნემსაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ძალიან სამწუხარო ამბავი ყველა პედიატრის და ყველა ექიმისთვის, უამრავი პაციენტისა და მათი მშობლებისთვის. გარდაიცვალა საქართველოს პედიატრთა აკადემიის დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, “გლობალმედის” პედიატრიული კლინიკის დირექტორი, წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი პედიატრი ქეთი ნემსაძე.

უდიდესია ქალბატონ ქეთის წვლილი ქართული პედიატრიის განვითარებაში. ის არის ავტორი საქართველოს კანონის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“, მისი ინიციატივით დაიწყო საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამები ბავშვთა ასაკის დიარეული და რესპირაციული დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ, „ბავშვთა ასაკის დაავადებათა ინტეგრირებული მართვა“ (IMCI), რამაც უდიდესი როლი ითამაშა ქვეყანაში მწვავე დიარეული და რესპირაციული დაავადებებით გამოწვეული ავადობის და სიკვდილობის შემცირებაში; მისი ინიციატივით დაიგეგმა ქვეყანაში „ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოების“ შერჩევის პრაქტიკა; მას ეკუთვნის „ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების შეფასების და ხელშეწყობის“ პროგრამის დანერგვა და ბავშვთა უფლებების საკითხის განხილვის ინიცირება საკანონმდებლო დონეზე (ISPCAN-ის მანდატით), ქვეყანაში ახალშობილთა რეანიმაციის პროგრამის განხორციელება (AIHA-ს მანდატით). ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა UNICEF-ის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს ცენტრალური ევროპის, ბალტიის და დსთ-ს ქვეყნებში (Regional Network for Children NGO/UNICEF of CEE/CIS and Baltic States), მისი ინიცირებულია კამპანია „ნუ დატოვებ ბავშვს მარტო (Leave No Child Out) ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ის აქტიურად იყო ჩართული ამერიკის ძუძუთი კვების მედიცინის აკადემიის [ABM] და ძუძუთი კვების საერთაშორისო ქსელის (IBFAN) საქმიანობაში.

გარდა ამისა, ქეთი იყოს უბადლო ექიმი, სანიმუშო ხელმძღვანელი, საიმედო მეგობარი და კოლეგა, თბილი და მოსიყვარულე მეუღლე, დედა და ბებია.

დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული” – წერს ივანე ჩხაიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაკავებულია მძღოლი, რომელმაც ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა
  • “იმედის” თანამშრომლის, შაკო ნათენაძის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა – საქმის ახალი დეტალები
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge