ნინო თოლორდავა ახლახან მეორე შვილის დედა გახდა – მას ბიჭი ეყოლა და თადა ერეკლე დაარქვა.
ტელეწამყვანი გადაცემაში „იმუნიტეტი“ ნანატრი შვილის მოვლინებით გამოწვეულ საოცარ ემოციებზე საუბრობს.
ნინოს თქმით, შვილის დაბადება მისთვის წარმოუდგენელი ბედნიერებაა.
„რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი. წარმოუდგენელი ემოციაა, წარმოუდგენელი გრძნობაა. ძალიან დიდი ბედნიერებაა. ჩემს შვილებს შორის სხვაობა 24 წელია. ამიკო 24 წლისაა და ახლა გაჩნდა თადა-ერეკლე. ნანატრი შვილი საოცრება ყოფილა“, – საუბრობს ნინო თოლორდავა.