Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – საყოველთაო მარში “მეტრონომის” ობიექტივში

October 20, 2024
“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – საყოველთაო მარში “მეტრონომის” ობიექტივში

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით საყოველთაო მარში დღეს, 20 ოქტომბერს გაიმართება. დედაქალაქში, თბილისში მასშტაბური მსვლელობა 5 ლოკაციიდან დაიწყო.

“საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას;
საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს
იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე
საქართველო ირჩევს ევროკავშირს!

და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე.

ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ “არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი!” – აღნიშნავდნენ ორგანიზატორები.

საყოველთაო მარშს ათობით ათასი მოქალაქე დაესწრო. ისინი ცალსახად აღნიშნავდნენ, რომ ქართველი ხალხის მომავალი ევროპაშია. მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმაც.


“არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება… გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი!”
– სწორედ ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.

დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა, გაბრიელი. და ალბათ ყველაფერი არის ნიშანი ამ ცხოვრებაში, ნიშანი იმისი, რომ მოდის ახალი მომავალი, მოდის ახალი საქართველო. დღეს ის საქართველო, რაც დღეს დგას ჩემ წინ არის თავისუფალი საქართველო. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ რომ უთხრეს, რომ მოდი, თუ არადა სამსახურს დაკარგავ. არავინ არ არის მოსული, არც ერთი სტუდენტი, იმიტომ რომ უთხრეს, რომ თუ არა, სტიპენდიაც არ გექნება. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. და დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს დგას აქ ხვალინდელი საქართველო, დღეს დგას აქ გუშინდელი საქართველო, ოღონდ გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც იყო ჩაძირული საბჭოთა კლანჭებში, არამედ ის თავისუფალი საქართველო, ჩვენი წინაპრების და ჩვენი ღირსეული ისტორიის. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევლენ ევროპაში.

მე მინდა მივმართო მაია სანდუს – მაია, დღეს იმედი მაქვს, იქნება შენი გამარჯვების დღე და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე, ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!

მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის, აქედან, თქვენგან, და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით რომ იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული. და ერთად შევალთ ევროპაში!

მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს, და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში. და შევალთ ევროპაში! და არ მინდა, ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე “თუ” ან “რომ”. ყველაფერი ნათელია აქ უკვე გამარჯვებული არის საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი! მადლობა თქვენ! – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძელს ძლიერად შეეჯახა და მუცლის ტრავმა მიიღო – 27 წლის ფეხბურთელი ხელოვნურ კომაშია
  • მტკვარში 21 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს – იხილეთ დეტალები
  • 🎥”მეგობრები მიგზავნიან ფოტოებს და ვიდეოებს”- თამუნა მდივანი გარდაცვლილი შვილის კადრებს აზიარებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge