იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.
ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ხვიჩა ანტონიო კონტემ 76-ე წუთზე დავით ნერეშით შეცვალა, საბა გოგლიჩიძემ კი მასპინძელთა შემადგენლობაში 78 წუთი ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ GEO TEAM-მა ქართველების შეხვედრის კადრები გამოაქვეყნა.