ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე კლდის მასივის ჩამოშლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“🔴 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე კლდის მასივის ჩამოშლის გამო დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
🔵 ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს პერიოდში დაიწყება”