Monday, September 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

რომელ კალათში იქნება საქართველო მუნდიალის წილისყრაზე?- რა ინფორმაცია ხდება ცნობილი

October 19, 2024
რომელ კალათში იქნება საქართველო მუნდიალის წილისყრაზე?- რა ინფორმაცია ხდება ცნობილი

Football Meets Data-ის ინფორმაციით, 54 ქვეყნიდან 38-ისთვის უკვე 100%-ით ცნობილია, თუ რომელ კალათში განათასვებენ მათ 13 დეკემბრის წილისყრაზე. შეგახსენებთ, რომ უეფამ დღეს გამოაცხადა მუნდიალი 2026-ის ევროშესარჩევი ციკლის წილისყრის დრო და ადგილი – ის ციურიხში 13 დეკემბერს გაიმართება.

ოფიციალურად ჯერ არ თქმულა, თუ როგორ მოხდება გუნდების განთესვა წილისყრაზე, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობით, პირველ კალათში 12-დან 8 გუნდი იქნება ერთა A ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი, 4 გუნდი კი ფიფას რეიტინგით საუკეთესო დაემატება. ამიტომაც, ინგლისის ნაკრები, რომელიც B ლიგაშია, ფიფას რეიტინგის წყალობით მაინც განთესილი იქნება პირველ კალათში.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, აღნიშნული რესურსი ამტკიცებს, რომ საქართველოს ბედი უკვე გარკვეულია – ვილი სანიოლის გუნდი წილისყრაზე 100%-ით მესამე კალათში იქნება.

100%-ით ცნობილია
I კალათი: საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, იტალია, გერმანია, ხორვატია (9 გუნდი 12-დან)
II კალათი: უკრაინა, თურქეთი, შვედეთი, უელსი (4 გუნდი 12-დან)
III კალათი: ირლანდია, ფინეთი, საქართველო, ალბანეთი, ჩრდ. მაკედონია, ჩრდ. ირლანდია, ისლანდია, მონტენეგრო (8 გუნდი 12-დან)
IV კალათი: ლუქსემბურგი, ბელარუსი, სომხეთი, კოსოვო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ფარერები, ლიეტუვა (11 გუნდი 12-დან)
V კალათი: მოლდოვა, მალტა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტაინი, სან მარინო (6 გუნდი 6-დან).

უდიდესი ალბათობით, პირველ კალათში იქნებიან შვეიცარია და დანიაც. ბოლო გუნდი კი ან ავსტრია იქნება ან უნგრეთი ან სერბეთი. ძალიან მცირე შანსი აქვს აქ მოხვედრის პოლონეთსაც.

მეორე კალათში ჯერ 4 ქვეყნის ვინაობაა ცნობილი, თუმცა 99%-იანი ალბათობით ამ კალათში იქნებიან საბერძნეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი. ასევე, დიდი ალბათობით კალათს შეავსებენ ჩეხეთი და ნორვეგია (მცირე ალბათობაა, რომ აქ შოტლანდია ან სლოვენია მოხვდნენ – უფრო დიდი ალბათობით, ისინი საქართველოსთან ერთად მე-3 კალათში იქნებიან).

მესამე კალათში 8 გუნდის მოხვედრა გადაწყვეტილია. მათ 99%-იანი ალბათობით ბოსნია შეუერთდება, დიდი ალბათობით, აქვე იქნება ისრაელიც.

 

წყარო: europop.com

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – მეტეოროლოგის პროგნოზი
  • “თბილისში 8 სექტემბრის 10:00 სთ-იდან 9 სექტემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება…” – იხილეთ მისამართები
  • ისტორიული შედეგი – საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge